Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიმართვა ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს

თარიღი : 8-04-2015, 01:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის მიერ ახალი ავტომანქანის შეძენის ფაქტს ეხმიანება. ბარათაშვილი ქალაქის პირველი პირებს "ქამრების შემოჭერის" მნიშვნელობას ახსენებს და მათ მიმართავს.
"მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული გამოვლენდა და მერია ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მანქანაში 20 000 ლარი მიმწოდებელს გადაუხადოს, ნათელი გახდა, რომ მათ მიერ დაანონსებული ქამრების შემოჭერი პოლიტიკა ჩვეულებრივი ფარსია.
ტენდერის გამოცხადების საჭიროება იმთავითვე არ იდგა, რადგან საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ძველის სამსახურებრივი მანქანა "ჯიპ ჩეროკი" სრულ წესრიგში და გამართულ მდგომარეობაში დახვდა, თუმცა მას არ მოეწონა სახელმწიფო ნომერი SAK 005. გარდა ამისა, უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად მისი შეცვლა გადაწყდა.
მათდა სამარცხვინოდ, საკრებულოს თავმჯდომარისთვის პირადი კომფორტის შესაქმნელ კამპანიაში ქალაქის მერი და იმერეთის გუბერნატორიც ჩაერთნენ და იმ მანქანის მდგომარეობის პირად კონტროლზე აყვანა გადაწყვიტეს, რომელიც სინამდვილეში ქალაქის- ვიცე მერს ემსახურებოდა ("ტოიოტა ქემრი"). აღმოაჩინეს, რომ მანქანა გაუმართავია, წყალი ჩამოდის და ტენდერის გამოცხადების აუცილებლობა ამით დაამტკიცეს.
მივმართავთ ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს! როდის, რომელი დოკუმენტის საფუძველზე და რა მიზნით შეიცვალა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ავტომობილი "ჯიპ ჩეროკი"და გადასცა მის მოადგილეს? როდის, რა მიზნით და რომელი დოკუმენტის საფუძველზე გადავიდა მერიის ბალანსიდან "ტოიოტა ქემრი", რომელიც ბოლო დრომდე ქალაქის ვიცე -მერს ემსახურებოდა? მაშინ, როცა ქალაქი ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, ხალხის მდგომარეობა გაუსაძლისია და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს, არის დრო ახალი მანქანების შესაძენად? ახალი მანქანიდან ქალაქი უფრო კომფორტული ჩანს?," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს თამვჯდომარე "სედანის" მარკის ახალი ავტომობილით ივლის.


ნანახია: 2396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის მანქანის შესაძენად ტენდერის გამოცხადების ფაქტს
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ქუთაისის საკრებულოს მიერ თავმჯდომარისათვის ახალი მანქანის შესაძენად ტენდერის გამოცხადების
ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიის სახით 1 200 ლარი გამოუწერა.
ქუთაისის საკრებულოს 10 დეპუტატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის თქმით, არსებული ავტომანქანა ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსულია, რის გამოც მისი

ამინდი