ქუთაისის საცხენოსნო კლუბის ცხენებს ზოოპარკს ჩააბარებენ

ქუთაისის მერიამ ქალაქის საცხენოსნო კლუბ "იმედის" გასხვისება გადაიფიქრა. როგორც ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლების მონდომების მიუხედავად, კლუბს მყიდველი არ გამოუჩნდა.
საცხენოსნო კლუბი ქალაქის მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შედის. გაერთიანების ხელმძღვანელი სოსო გაბრიჭიძე აცხადებს, რომ კლუბზე მზრუნველობის აღება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს სთხოვა, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ შეთავაზებაზე უარი თქვეს.
"ამ ეტაპზე იქ 14 ცხენია, თუმცა ცხენები ასაკში არიან. მათი მკურნალობა და კვება მერიას ძვირი უჯდება. ჩვენ ვთხოვეთ აუდიტის სამსახურს ცხენების შეფასება. ამის შემდეგ ცხენებს ზოოპარკს ჩავაბარებთ, რადგან ეს ცხენები საკვებად არ გამოდგება. კარგი ცხენი ძვირი ღირს, თუმცა შევეცდებით შემოსული თანხით ერთი-ორი კარგი ცხენი ვიყიდოთ," - აცხადებს გაბრიჭიძე.