"ქართული ოცნების" ფავორიტებს ხონში გასაუბრებამდე შპარგალკებს ურიგებდნენ

"ატესტაცია და კონკურსი- ასეთი სათაური აქვს ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ფორმალურ კონკურსს, სადაც კომისიისათვის სასურველ კანდიდატებს წინასწარ აძლევდნენ კითხვებს პასუხებით და იცოდნენ წინასწარ თუ რა უნდა ეკითხათ მათთვის," - ამ წარწერით შესაბამის ფოტოებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა ავრცელებს.

ადვოკატი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ხონის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის მაია ბობოხიძის ინტერესებს იცავდა. რობიზონ ხურცილავას თქმით, ბობოხიძე, რომელმაც ატესტაციაზე ქულის მაქსიმალური რაოდენობა აიღო კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაიწუნეს.
"არაფერი უკითხავთ მისთვის. "ნაციონალობის" მიზეზით დაიწუნეს. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა კითხვები თავისი პასუხებით, რომელსაც გასაუბრებაზე შესულ კონკურსანტებს ურიგებდნენ. ასე ჩატარდა კონკურსი ხონში," - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, მაია ბობოხიძე სამტრედიის სასამართლომ დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინა.