ხარაგაულის სოფელი აფეთქებას გადაურჩა
თარიღი : 7-04-2015, 19:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხუნევი აფეთქებას გადურჩა.
სოფლის მოსახლეობას საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც ავტომანქანა, რომელსაც თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
სატვირთო მანქანას 6 ტონა თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა. ავარიის შემდეგ სოფლიდან ოთხი მიკროავტობუსით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
შემთხვევის ადგილზე თხევადი აირით სავსე ავზის გაუვნებელყოფის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. საბოლოოდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.