Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

თარიღი : 7-04-2015, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს. კერძოდ, სასამართლომ ხონის ადგილობრივ ხელისუფლებას ააიპ ხონის ცენტრალური საბავშვო ბაღის დირექტორის ხათუნა ბახტაძის თანამდებობაზე აღდგენა დაავალა.
როგორც Topnews.com.ge-ს ბახტაძის ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ განუცხადა, იის იძულებულია სასამართლოს მიმართოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების თხოვნით.

"სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ხათუნა ბახტაძის სარჩელი ხონის მუნიციპალიტეტის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და იგი აღადგინა ააიპ ხონის ცენტრალური საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ხათუნა ბახტაძე დაუყონებლივ აღდგენილი იქნა თანამდებობაზე, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჯერ-ჯერობით არ არის გამოცემული განკარგულება გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, რის გამოც იძულებული ვართ მივმართოთ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გამო ამოვწეროთ სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული ქმედება გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ნიშნებს შეიცავს," - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ხათუნა ბახტაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის რძალია.


ნანახია: 2673-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხათუნა ბახტაძე დაკავებულ თანამდებობაზე უნდა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბახტაძეს თანამდებობაზე აღდგენის გარდა, იძულებითი
ხონის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის თანამდებობა ვაკანტური გახდა.
ხონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის რძალი ხათუნა
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მშვილდაძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ამინდი