Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს საკრებულომ წყალტუბოში ძაღლისა და კატის მოვლა-პატრონობის წესები დაამტკიცა

თარიღი : 7-04-2015, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა.
წყალტუბოს საკრებულოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ წესის მიღების მიზანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა წარმოადგენს. დოკუმენტი წყალტუბოს საკრებულომ მიმდინარე წლის 27 მარტს მიიღო.
დადგენილების ერთ-ერთი, მეხუთე მუხლი ცხოველის შენახვისა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მეპატრონის უფლებებს ეხება. კერძოდ:

1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს - იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიური და/ ან პრაქტიკული მიზნებისათვის.
2. მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.
4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ:
ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს;
გ) პირები, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ნარკოლოგიურ დაწესებულებებში;
5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტიურობა;
გ) საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება.
დ) ცხოველის (მდედრი) შეჯვარებისა და მისი გამრავლების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველის სათანადო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა;
ე) ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების დაცვით;
6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე.
ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარიულ სამკურნალოებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით;
დ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
ე) მოდარაჯე ძაღლის დაბმულ მდგომარეობაში ყოლა (და მისი აშვება) დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მხოლოდ შემოზღუდულ ტერიტორიაზე. აუცილებელია ამგვარი ძაღლების არსებობისას გასაფრთხილებელი წარწერის გაკეთება ეზოში შესასვლელ კარებზე. მოდარაჯე ძაღლის დაბმა დაიშვება მხოლოდ 5 მეტრიანი ან მეტი სიგრძის თასმის არსებობისას;
ვ) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები;
ზ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
თ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ი) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას და უფლებამოსილ ორგანოს;
კ) აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების პირობები წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ. ამ შემთხვევეში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი;
მ) ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა), მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
ო) ძაღლის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია მხოლოდ ბიოთერმულ ორმოსა და კრემატორიუმის მეშვეობით;
პ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზირება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების ორგანიზატორთა მიმართ მოქმედებს კანონი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლი.
ჟ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა - პატრონობის პირობების დარღვევისათვის ცხოველთა დაცვის (არასამთავრობო ორგანიზაციის) შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ორგანო (პოლიცია) დაუყონებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.
რ) დაუშვებელია ცხოველის ისეთი გაწვრთნა, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს, და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას.

რაც შეეხება აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას ბასელყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.


ნანახია: 1069-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა უფლებეის დაცვას
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტში "ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს. როგორც
ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო.
სოფელ ახალთერჯოლის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატიურად ჩნდებიან, გუშინ კი მგელმა ხბო შეჭამა.
სოფელ ახალთერჯოლის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატიურად ჩნდებიან, გუშინ კი მგელმა ხბო შეჭამა.
„სპეციალური სერვისები“-ს გენერალური დირექტორი თავშესაფრის ტერიტორიაზე საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლების
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი