Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის ვიცე-მერმა თურქეთში ბიუჯეტის ხარჯზე დაისვენა"

თარიღი : 7-04-2015, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა თურქეთში ბიუჯეტის ხარჯზე დაისვენა," - აღნიშნულ განცხადებას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ავრცელებს.
წულაიას განცხადებით, "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ფონზე, ვიცე-მერი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში 6 დღის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს ფეხბურთელებთან ერთად ისვენებდა.
"იმ დროს როდესაც ქუთაისის მოსახლეობის უმრავლესობას სოციალური პრობლემები აქვს, ხალხს ნამდვილად არ აინტერესებს ვიცე-მერის მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაინტერესებს რა კავშირი ჰქონია ოდესმე ფეხბურთთან მიქიაშვილს, რომ დაყვება პატარა ბავშვივით ფეხბურთელებს და ხან ერთ პლიაჟზეა წამოკოტრიალებული და ხან-მეორეზე," - აცხადებს წულაია.
ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ვიცე-მერის თურქეთის რესპუბლიკაში დასვენებაზე 6 დღის განმავლობაში 443.73 ლარი დაიხარჯა.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას ბრიფინგს ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, თურქეთში ის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის სტატუსით იმყოფებოდა.

"გარდა იმისა, რომ ვარ ქუთაისის მერის პირველი მოადგილე, ამასთან ერთად ვარ "ტორპედოს" კლუბის პრეზიდენტი. სწორედ ამ სტატუსით ვიმყოფებოდი თურქეთში. მინდა ვთქვა, რომ ჩემს მეორე საქმიანობაში ანაზღაურებას არ ვიღებ, წმინდა "ტორპედოს" საქმეების მოსაგვარებლად ვიმყოვებოდი იქ. 440 ლარი დაიხარჯა თუ არ ვცდები. არც თვითმფრინავის ბილეთი, არც სხვა რაიმე არ არის აქ შესული, გაცილებით ძვირი შეიძლება დამჯდარიყო ეს. კლუბ "ტორპედოსათვის" ყოველი თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ჩემი თურქეთში წასვლა მერიის ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ"- აცხადებს ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.


ნანახია: 2106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუნდის სამომავლო გეგმებზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ისაუბრეს.
ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, საფეხბურთო კლუბთან დაკავშირებით კომპანიასთან მოლაპარაკებები დაახლოებით სამი
ქუთაისში, უხვი ნალექის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი აკეთებს.
ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი მერიის სულხა-საბას მართვის ტერიტორიული ორგანოს უკვე ყოფილი რწმუნებულის ფირუზ ბენიძის იმ

ამინდი