Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზურაბ ჭიაბერაშვილი: პროკურატურამ დღეს ორი რამით დაგვამახსოვრა თავი

თარიღი : 19-09-2013, 18:00 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 სექტემბერს, 16:00 საათზე გაგრძელდება.
ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურია და დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ საზოგადოებას ორი რამით დაამახსოვრა თავი.
„პირველი ის, რომ სასამართლო სხდომის მაქსიმალურად დახურვა მოინდომა, რადგან ადვილი არ არის შეკერილი საქმით საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის მოყრა. მეორე ის, არის, რომ პროკურატურამ მოითხოვა არ გამოიყვანონ სხვა მინისტრები დასაკითხად, რომლებისგანაც დასაქმების პროგრამაზე უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება, ვიდრე სოფლის რწმუნებულებისა და დასაქმების აგენტებისაგან. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებისა და აღმკვეთის ღონისძიებების შესახებ განჩინებების ბათილად ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ არც ბრალდების შუამდგომლობა გაიზიარა. პროკურორები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ.


ნანახია: 1827-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 19 სექტემბერს განახლდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერაბიშვილზე და ჭიაბერაშვილზე, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა შესაძლოა გადაიდოს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ნოემბერს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და
გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადადებას ითხოვს.ადვოკატის განცხადებით,