ქუჩაში მომუშავე ბავშვების დასახმარებლად ქუთაისში დღის ცენტრი გაიხსნა

ქუთაისში, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები თავს დღის ცენტრს შეაფარებენ.
ცენტრი ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე გაიხსნა. დაწესებულების ფუნქციონირებას კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი“ გაუწევს.
დღის ცენტრში მომსახურებას 30-მდე ბავშვი მიიღებს. ბენეფიციარებს ადგილზე ისეთ მომსახურებას გაუწევენ, როგორიცაა კვება, ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი“-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობით ქუთაისი მეორე დიდი ქალაქია. ცენტრის გახსნას ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აუცილებელი იყო ამ დღის ცენტრის ქალაქში არსებობა. ეს შენობა ქალაქის მერიისგან ორგანიზაციას ამ საქმისთვის უსასყიდლოდ გადაეცა. ეს ცენტრი ამ ბავშვებისა და მათი განვითარებისათვის კარგ საქმეს გააკეთებს,“ - აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.