Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიმართავს (იძებნება გაავრცელეთ)

თარიღი : 5-04-2015, 21:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიმართავს.
უწყება შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და მიმართავს საზოგადოებას, გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან აბულაძე შეიარაღებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


ნანახია: 1810-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის რაიონულ პოლიციასთან 20 წლის ირაკლი აბულაძის მეგობრები და ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
უნდა ჩაბარდეს თუ არა შალვა აბულაძე სამართალდამცველებს?
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები ზესტაფონს ეწვივნენ
პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.