"თერჯოლის გამგებლის კაბინეტში გამგებელმა და 20-მდე პირმა მცემა"
თარიღი : 5-04-2015, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ქართული ოცნების" წევრი როსტომ გავაშელაშვილი თერჯოლის გამგებელს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, 23 მარტს გამგებლის კაბინეტში დასაქმების თხოვნით მისულს გამგებელთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შედეგადაც გავაშელაშვილს 20-მდე პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებული დახმარებას ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს სთხოვს და მოუწოდებს, თერჯოლის გამგებლის საქმიანობით დაინტერესდნენ.
"გამგებელმა პროვოცირება მოაწყო ჩხუბის. მე და გამგებელს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, სულ ნახევარწუთიანი. ამ დროს კი, უცაბედად გაიღო კარები და შემოვარდა მის კაბინეტში 15-20 კაციანი ბანდა და მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ჩემს მიმართ", - აცხადებს როსტომ გავაშელაშვილი.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის ამ ბრალდებებს გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ეხმაურება, მისი თქმით, გავაშელაშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა.