ხარაგაულის რაიონში კიდევ ერთმა რეაბილიტირებულმა საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება
თარიღი : 5-04-2015, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთმა რეაბილიტირებულმა საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება.
სოფელ ბორითის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ხარაგაული გამგებელმა კობა ლურსამანაშვილმა გახსნეს.
რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 19 ადამიანია დასაქმებული.
"იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი პრიორიტეტი ახალი თაობა და მათი განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, აღნიშნული მიმართულებით ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯება".-აცხადებს იმერეთის გუბერნატორი.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე სოფელ ბორითში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ავარიულ შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც მხოლოდ 25 ბავშვის განთავსება იყო შესაძლებებლი.
2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, მათ შორის სამ ისეთ სოფელში, სადაც ამ დრომდე ბაღი საერთოდ არ არსებობდა . საერთო ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მილიონნახევარ ლარზე მეტი დახარჯა.
2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების წლად გამოცხადდა, რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 23 ახალი ბაღი აშენდება.