"რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია ძაღლების გამოფენის მოწყობა"
თარიღი : 5-04-2015, 00:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

მიმდინარე წლის 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გასამართ ერთ-ერთ ღონისძიებას შორის ქუთაისში, ძაღლების საერთაშორისო გამოფენის მოწყობა არის. გამოფენის იდეამ საზოგადოებისა და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ქუთაისის საკრებულოს წევრი დავით წიტაიშვილი თვლის, რომ სოციალური პრობლემების ფონზე, მსგავსი გამოფენის მოწყობა მიზანშეწონილი არ არის.
"იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება საუბრობს "ქამრების შემოჭერაზე, როდესაც არის სოციალური პრობლემები, ასეთი ინფლაცია შეეხო ლარს, უამრავი გაჭირვებული ადამიანი მოდის აქ და ამ ფონზე რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია ძაღლების გამოფენის მოწყობა," - ამბობს წიტაიშვილი.
ქუთაისში ძაღლების საერთაშორისო გამოფენის მოწყობის იდეას წიტაიშვილის მსგავსად, არც ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატო ქათამაძე იწონებს.
"გადაწყვეტილება მერიამ მიიღო, თუმცა მე, როგორც საკრებულოს დეპუტატს მიმაჩნია, რომ არ იყო საჭირო ამ გამოფენის ჩატარება თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებაში არის კრიზისი და თუნდაც იმ 15 000 ლარით ჩვენს შეჭირვებულ მოქალაქეებს დავხმარებოდით," - ამბობს ნატო ქათამაძე.
ცნობისთვის, გამოფენა სავარაუდოდ ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი ძაღლები მიიღებენ.
გამოფენის იდეის ავტორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გამგე მირანდა კუპრავაა. კუპრავა ამბობს, რომ როდესაც ის აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა, ახალგაზრდებთან შეხვედრები დაიწყო. ერთ-ერთი შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდამ კი მას ძაღლების საერთაშორისო გამოფენის მოწყობა შესთავაზა. როგორც მირანდა კუპრავა ამბობს, იდეა ქალაქის ხელმძღვანელობამაც მოიწონა. შესაბამისად, ღონისძიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 15 348 ლარი გამოიყო.