საიდან გაჩნდა ქუთაისის მერიაში ძაღლების საერთაშორისო გამოფენის მოწყობის იდეა?

ორ მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ძაღლების საერთაშორისო გამოფენაა. გამოფენა სავარაუდოდ ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი ძაღლები მიიღებენ.
გამოფენის იდეის ავტორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გამგე მირანდა კუპრავაა. კუპრავა ამბობს, რომ როდესაც ის აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა, ახალგაზრდებთან შეხვედრები დაიწყო. ერთ-ერთი შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდამ კი მას ძაღლების საერთაშორისო გამოფენის მოწყობა შესთავაზა. როგორც მირანდა კუპრავა ამბობს, იდეა ქალაქის ხელმძღვანელობამაც მოიწონა. შესაბამისად, ღონისძიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 15 348 ლარი გამოიყო.
მირანდა კუპრავა გამოფენის შედეგად, ქუთაისში ტურისტების ჩამოსვლას და ქალაქის შემოსავლების ზრდას ელოდება. კუპრავა იმასაც ამბობს, რომ ქუთაისში უყვართ ძაღლები. ძაღლების მოყვარულ მოქალაქეებს კი გამოფენის სახით საინტერესო სანახაობას ჰპირდებიან.
„ამ დროისათვის 121 ადამიანი გამოთქვამს გამოფენაში მონაწილეობის სურვილს. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ქუთაისში უყვართ ძაღლები,“ - აცხადებს მირანდა კუპრავა.