Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

105 ახალი საწარმო-ხელისუფლების მორიგი ბლეფი?

თარიღი : 3-04-2015, 20:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2013 წლიდან, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროექტებს: „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევენ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელთა ფარგლებშიც ხელისუფლების მტკიცებით, მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით განახლდა ათეულობით ძველი და გაიხსნა 100 ახალი საწარმო.

2015 წლის 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეალურად შეიქმნა იმაზე მეტი საწარმო, ვიდრე დაგეგმილი იყო. მისი თქმით, გაიხსნა 105 ახალი და გაფართოვდა 580 ძველი საწარმო. მან ასევე განაცხადა, რომ მისი სიტყვების დასადასტურებლად, ჟურნალისტებისთვის 15 აპრილიდან მედიატურები მოეწყობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ოქტომბერში აჭარის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ესტუმრა 25-მდე საწარმოს.

ჩვენ მიერ ადგილების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ:

სამი საწარმო შენების პროცესში იყო;
9 მათგანი ინდმეწარმე იყო;
9 მათგანი სასათბურე მეურნეობას წარმოადგენდა;
ტყაჩირში (წყალტუბო) მდებარე სასათბურე მეურნეობის პატრონმა ი/მ. მამუკა ვაჩიბერიძემ გვითხრა, რომ მას არანაირი აგროკრედიტი არ მიუღია და ბიზნესს საკუთარი სახსრებით აწარმოებდა;
შპს „ბათ გლასი“, რომელიც მდებარეობს ბათუმში (ურეხის დასახლებაში), აწარმოებდა სამშენებლო მასალების იმპორტს, ასევე ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს და მსგავს სამშენებლო მასალებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან კავშირი ქარხნის დირექტორის მამამ არ დაგვიდასტურა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 105 ახალი საწარმოს ნამდვილობის შემოწმების საქმეში დახმარებას მოქალაქეებს სთავაზობს.

"შემოგვიერთდეთ, თუ გაქვთ სურვილი, წვლილი შეიტანოთ ხელისუფლების განცხადებების გადამოწმებაში. ამისათვის საჭიროა მიჰყვეთ ამ მარტივ გეგმას:

დაათვალიერეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკა, სადაც შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე საწარმოები დატანილი და შეარჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე არსებული საწარმოები.
შერჩეული საწარმოები მოძებნეთ სიაში, სადაც მოცემულია ჩვენ მიერ რუკაზე მოძებნილი საწარმოები, მისამართების მითითებით.
ესტუმრეთ შერჩეულ საწარმოს, გადაუღეთ ფოტოსურათი და გამოკითხეთ მისი მფლობელი სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების თაობაზე.
ფოტოსურათები და/ან ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ელფოსტით (info@transparency.ge) ან Facebook-ზე, რომელსაც ქვემოთ მოცემულ რუკაზე დავიტანთ.
შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: (032) 292 14 03, info@transparency.ge,"-ნათქვამის ორგანიზაციის განცხადებაში.


ნანახია: 2470-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელისუფლების მიერ ამ კუთხით განხორციელებულ
გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერა.
რომელიც წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოში შპს 'ჰერბიას' სასათბურე მეურნეობა მოინახულა. 'ჰერბია' ბოსტნეული

ამინდი