Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იძულებული ვართ, საფეხბურთო კლუბმა არსებობა შეწყვიტოს"

თარიღი : 3-04-2015, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"იძულებული ვართ, საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" არსებობა შეწყვიტოს"-ეს განცხადება კლუბის ადმინისტრაციამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
კლუბ „ზესტაფონის“ დირექტორის მიხეილ ხუციშვილის განცხადებით, თანხის არარსებობის გამო კლუბი ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
„200 ათასი ლარი გვჭირდება მაისის ბოლომდე, ჩემპიონატი რომ დავასრულოთ. 300 ათასი ლარი გვჭირდება ერთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის კუთხით. ამაში შედის ზესტაფონში არსებული საფეხბურთო ბაზა და სტადიონი. სამწუხაროა, რომ სამი თვის განმავლობაში ფორმა ვერ მოძებნეს, რომ ზესტაფონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს თანხა ჩვენ ჩაგვირიცხოს. ამისთვის უამრავი იურისტი, ადვოკატი გამოვიყენეთ. ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, ფინანსთა მინისტრს ილია კოკაიაც ესაუბრა. დღეის მდგომარეობით, გუნდმა ყველა რესურსი ამოწურა. 2 დღე დაისვენებს გუნდი ამის შემდეგ კი, თუ ორშაბათამდე, 6 აპრილამდე, თანხის ჩარიცხვა არ მოხდება, ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშს და შემ დეგ არსებობას შეწყვეტს “, - განაცხადა კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმს საგანგებო ბრიფინგზე.
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დირექტორის მიხეილ ხუციშვილის ამ განცხადებას ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებაში ეხმაურებიან. მათი თქმით, კლუბის დაფინანსების მართლზომიერებასთან დაკავშირებთ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ კვირას აუდიტის სამსახურს მიმართა და მათგან პასუხს ელოდებიან.


ნანახია: 1821-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ შემთხვევაში თუ ზესტაფონის გამგეობა ხვალამდე კლუბს არ დააფინანსებს ფეხბურთელები ვარჯიშს შეწყვეტენ.
მთავარი საკითხი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დაფინანსება იყო. დეპუტატების უმრავლესობამ კენჭისყრის შედეგად თავი შეიკავა კლუბის
აქციის მონაწილე საფეხბურტო კლუბის მხარდამჭერები ზესტაფონის გამგეობას კლუბის დაფინანსებას სთხოვდნენ.
აქციის მონაწილეები კლუბის შესაძლო დაშლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბი დაიშალოს.
განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ჩაკვეტაძის განცხადებით, ლიცენზიასთან დაკავშირებით პასუხს მომდევნო კვირაში შეიტყობენ.

ამინდი