25 წლის წინ გატაცებული და გაუპატიურებული ქალი თავის დაწვით იმუქრება

„15 წლის ვიყავი, როდესაც ქუჩაში თავს დამესხა გოჩა ცნობილაძე სამ პიროვნებასთან ერთად. გამიტაცეს, მცემეს და გამაუპატიურეს. 25 წელია სამართლიანობის აღდგენას ვითხოვ. ვითხოვ ობიექტურ, სამართლიან, ღია და გამჭვირვალე გამოძიებას. ასევე, ვითხოვ საქმეზე პროკურორ გიორგი ცხოვრებაძის აცილებას,“ - ეს წერილი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მოქალაქე ირინა ჯიმშელეიშვილმა მოწერა.
ქალბატონი აცხადებს, რომ 25 წელია ეძებს მამაკაცს, რომლის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ირინა ჯიმშელეიშვილის თქმით, მისთვის უცნობ მამაკაცთან ის 6 დღის განმავლობაში, წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მამაკაცმა ჯიმშელეიშვილი მშობლების სახლში დააბრუნა და თავად გაუჩინარდა. ჯიმშელეიშვილი აცხადებს, რომ მისთვის დღემდე უცნობია რა მიზანი ამოძრავებდა მამაკაცს, რომლის დასჯასაც ის წლებია ითხოვს.
„უცხო ადამიანები მერვე კლასის მოსწავლეს დამესხნენ თავს. ჩამაგდეს მანქანაში. 25 წელია საქმეზე ვითხოვ გამოძიებას. ყველას მივწერე წერილები, ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურას. დღემდე არ არის საქმე გამოძიებული. 10 დღის ვადაში თუ ყურადღება არავინ მომაქცია, აქ პარლამენტის შენობასთან მოვალ, გადავისხამ ბენზინს და დავიწვავ თავს,“ - აცხადებს ჯიმშელეიშვილი.