წყალტუბოს რაიონის სოფლებს მგლები შეესია
თარიღი : 2-04-2015, 19:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლებს 13 თემის მასშტაბით მგლები შეესია.
დაგლეჯილია ათეულობით პირუტყვი.
რაიონის გამგებლის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური ჯგუფები პროფესიონალი მონადირეებითა და ადგილობრივი მოსახლეობის შემდგნელობით დაკომპლექტდება.
"მოხმარება გვჭირდება სოფელს. სოფელს მგლები შემოესია. გარეთ ვერ გამოვდივართ. ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ. ბოლო დღეებში ხუთი სული საქონელი შეგვიჭამეს", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი დალი მამრეკიშვილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის განცხადებით, წყალტუბოში მგლების შემოსევამ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტს. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალური ჯგუფები შესაბამის ზომებს კანონის სრული დაცვით მიიღებენ.