იტვირთება

21 და 22 აგვისტოს ამინდის გაუარესებას ელოდებიან

21 და 22 აგვისტოს ამინდის გაუარესებას ელოდებიან

21 და 22 აგვისტოს უმეტესად  დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.  

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე  შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები