"დარეტიანებულო სერგო რატიანო ნუ ატყუებ ხალხს"-აქცია პარლამენტთან
თარიღი : 2-04-2015, 18:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარლამენტის შენობასთან RMG ჯგუფის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, დაახლოებით 3 000 ადამიანია დასაქმებული და საყდრისში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებით ამდენივე ადამიანი უმუშევარი დარჩება.
აქციის მონაწილეების საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მოღალატეებს და მუქთახორებს უწოდებენ. მათი თქმით, ისინი გრანტიჭამიები არიან და საყდრისზე არსებული პრობლემების შესახებ საერთოდ აზრზე არ არიან.
აქციის მონაწილეები ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სერგო რატიანთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი თქმით, სწორედ სერგო რატიანს შეჰყავს შეცდომაში მოსახლეობა და იქ არსებულ პრობლემაზე სხვა სურათს ქმნის.