ქუთაისელი მძარცველები
თარიღი : 2-04-2015, 00:32 | კატეგორია: სხვადასხვა

"ქუთაისელი მძარცველები", - ამ სახელწოდებით აქვეყნებს სოციალურ ქსელში სტატუსს ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა.
ჩოჩუა სამართალდამცავ ორგანოებს გაზგასამართ სადგურებზე არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.
"გუშინ ქუთაისში ავტომანქანა გავმართე ბუნებრივი აირით გაზგასამართ სადგურში - „პრომეთე“. მანქანას 20 კუბიანი ბალონი აქვს და ქუთაისელმა „პრომეთლებმა“ 29 კუბი გაზის დატუმბვა „მოახერხეს“. მომატყუეს რაოდენობაში 7 - 8 ლარი, ხოლო თავად ბუნებრივი აირი ჩვეულებრივი ჰაერით იყო გაჯერებული, ვინაიდან ხარჯმა 100 კმ- ზე დაახლოებით 30 - 40 პროცენტით გადააჭარბა მიმდინარე ხარჯს. ესეც კიდევ 10 ლარი. სულ 17 ლარი მოიპარეს მხოლოდ ჩემგან. არ ისარგებლოთ ამ სადგურის მომსახურებით! სამართალდამცავებო, ყურადღება მიაქციეთ გაზგასამართ სადგურებზე არსებულ სიტუაციას!," - წერს ჩოჩუა.
კატეგორია "სხვადასხვაში" ხვდება ის მასალები, რომლებიც გავრცელებულია სოციალურ ქსელში ან მოწოდებულია მომხმარებლის მიერ.