ქუთაისელი ჰოკეისტები საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ
თარიღი : 1-04-2015, 23:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ინდორ(დარბაზის ჰოკეიში) საქართველოს ჩემპიონატი ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს.
ჩემპიონატი მიმდინარე წლის 28–30 მარტს ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჩატარდა. მასში აჭარის, ქუთაისის, ოზურგეთის, აბაშის და ლანჩხუთის გუნდები მონაწილეობდნენ.
"თბილისის გუნდმა ვერ მოახერხა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონატზე გამოკვეთილი იყო ორი ლიდერი-აჭარის და ქუთაისის გუნდები. დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 4:3 ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ და ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს," - აცხადებენ ჰოკეის ფედერაციაში.
ჩემპიონატზე მესამე ადგილი აბაშის გუნდმა დაიკავა. გარდა ამისა, საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა ქუთაისელ იმედა ძნელაძეს. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული აბაშელმა ფარნა გრიგოლიამ მიიღო, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი სოსო კუხიანიძე დასახელდა.