Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გამჭირვალობა საქართველო": ქუთაისის მერიაში გასაუბრებაზე პოლიტიკური ხასიათის შკითხვები არ დასმულა

თარიღი : 1-04-2015, 20:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება. შეფასებაში, რომელიც ქუთაისის მერიაში ჩატარებულ კონკურს ეხებოდა, „ევროპა ჩვენი სახლია“-მ „საერთაშორისო გამჭვირველობა საქართველოს“ მიერ დადებული დასკვნა გამოიყენა.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ციტირებისას გამოყენებული ფრაზები ამოღებული იქნა კონტექსტიდან და ამასთანავე შეფასების ნაწილი განსხვავებულია ჩვენს მოსაზრებებთან მიმართებით. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიის მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შეფასდეს კომპლექსურად, რაც ხელს შეუწყობს მაქსიმალურად გამართული სისტემის ჩამოყალიბებას,“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თეონა ზაქარაშვილი.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ მათ შეფასებებს ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის "გამჭირვალეობა საქართველოს" ახლახანს გაკეთებული შეფასებები ემთხვევა.
კერძოდ, ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ კონკურსანტების მიმართ დასმული შეკითხვების უმეტესობა რეალურად ვერ უზრუნველყოფდა კანდიდატის შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას დასაკავებელ თანამდებობასთან და არარელევანტური იყო.

„რაც რასაკვირველია ეჭვქვეშ აყენებს როგორც კონკურსის ბოლო კომპონენტის გასაუბრების, ასევე მთლიანად კონკურსის შედეგებს,“ - აცხადებს ბარათაშვილი.

. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თეონა ზაქარაშვილი Topnews.com.ge-ს იმ შეფასებას უგზავნის, რომელიც ორგანიზაციამ კონკურსის პროცესის მონიტორინგის შედეგად დადო.

ზაქარაშვილი ამბობს, რომ მათ შეფასებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. არასამთავრობოს წარმომადგენელი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კონკურსანტებთან გასაუბრებისას მათ პოლიტიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა. რაც შეეხება ისეთ კითხვებს, რომელიც კონკურსანტის ოჯახურ მდგომარეობას ან ოჯახის წევრების სამუშაოს შეეხება თეონა ზაქარაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული კითხვების დასმა კანონდარღვევას არ წარმოადგენდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მონიტორინგის რეჟიმში აკვირდებოდა ქუთაისის მერიასა და საკრებულოში შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მუშაობას. პირველ რიგში, გვინდა დადებითად შევაფასოთ კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც დაუშვა შესაძლებლობა, კონკურსის მეორე ეტაპზე პრედენტენტის სურვილის შემთხვევაში მომხდარიყო მისი გასაუბრების ვიდეო და აუდიო ჩაწერა. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც ჩვენი წარმომადგენლის დასწრებისათვის. ასევე აუდიო და ვიდეო ჩაწერისათვის დამატებითი ნებართვის აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში არ გვაძლევდა შესაძლებლობას სრულყოფილად დავკვირვებოდით შერჩევის მეორე ეტაპს. კონკურსანტებისა და ატესტანტების მხრიდან ჩვენს დაკვირვებაზე და აუდიო - ვიდეო ჩაწერაზე უარის თქმა, ეჭვქვეშ აყენებდა გასაუბრების გამჭვირვალედ მიმდინარეობის პროცესს, აღსანიშნავია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოთქვამდა კონკურსის შედეგების გასაჩივრების სურვილს, ასეთი ჩანაწერების არ არსებობა სასამართლო განხილვის ეტაპზე გაართულებდა მისი უფლებების დაცვის შესაძლებლობას. დასმული შეკითხვებიდან გარკვეული ნაწილი არარელევანტური იყო კონკურსანტის/ატესტანტის მომავალში შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკასა და შინაარსთან მიმართებით, იყო შემთხვევები, როდესაც შეკითხვები დაისვა პირადი ცხოვრების საკითხებზე, მაგალითად მეუღლის სამუშაო ადგილისა და საქმიანობის შესახებ და ა. შ. თუმცა დადებითად შეიძლება შევაფასოთ ის გარემოება, რომ შეკითხვები არ შეეხებოდა პილიტიკურ კუთვნილებასა და შეხედულებებს. თითოეული პრეტენდენტის მიმართ დაახლოებით 10 - 12 შეკითხვა იქნა დასმული, მიუხედავად ამისა, მათი უმეტესობა რეალურად ვერ უზრუნველყოფდა კანდიდატის შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას დასაკავებელ თანამდებობასთან.
კონკურსანტების გარკვეულმა ნაწილმა მოგვმართა კონსულტაციისთვის. მათ დავეხმარეთ იმ დოკუმენტების მომზადებაში რაც დაკავშირებული იყო საკონკურსო - საატესტაციო კომისიაში გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრებასთან. (ჩვენს შემთხვევაში არსებობდა საპრეტენზიო კომისია, ამიტომ ერთჯერადი გასაჩივრების წესით კომისიის უარის გასაჩივრება სწორედ ამ კომისიაში მოხდა). ამ ეტაპზე არ ვართ ჩართული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო - საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სასამართლო დავებში,“ - ნათქვამია კონკურსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ დადებულ შეფასებაში.


ნანახია: 2144-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგად ახლიდან დაკომპლექტდა მერიის სამსახურები.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს პასუხობს.
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპზე-გასაუბრებაზე დასწრებისა და დაკვირვების მიზნით, მერიის
კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.
"სამწუხაროდ, აქ პროფესიონალიზმი მთავარი კრიტერიუმი არ აღმოჩნდა და არაკომპეტენტურად ჩატარებული კონკურსი აუცილებლად მოახდენს
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა.

ამინდი