ქუთაისის მერიამ ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო
თარიღი : 1-04-2015, 18:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ავტოქარხნის მაჟორიტართან ერთად დაათვალიერა.
ეზოები თანადაფინანსების პრინციპით კეთდება. მერია სამუშაოებს 90%-ით აფინანსებს, ხოლო მოსახლეობა 10 %-ს ფარავს. სამუშაოების ფარგლებში ასევე მოხდება ბინასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია,რომელსაც ქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს.
,,სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქში უკვე მიმდინარეობს. დღეს დაიწყო შიდა ეზოების კეთილმოწყობა. შარშან ძალიან კარგი წელი იყო, რადგან 137 ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. წელსაც მაშტაბურ სამუშაოებს ვგეგმავთ. ეზოების კეთილმოწყობა ავტოქარხნიდან დავიწყეთ. იმედი გვაქვს, ამინდები ხელს შეგვიწყობს და სამუშაოები ქალაქში დროულად და ხარისხიანად შესრულდება,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.