Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მიმდინარეობს საყდრისის თქვლეფა, რასაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ჭამს"

თარიღი : 1-04-2015, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,ხელები შორს საყდრისისაგან" ამ ლოზუნგით პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართა. ორგანიზატორები ,,თავისუფალი ზონა" და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ. მათი განცხადებით საყდრისი მსოფლიო კულტურის ნაწილი და ისტორიული ძეგლია, რომელსაც დაცვა სჭირდება. აქციაზე გარდა საყდრისის დაცვის მოწოდებისა სხვა მოთხოვნებიც ისმოდა- ,,საქართველო ივანიშვილის გარეშე" და ,,მთავრობა უნდა გადადგეს." აქცის ორგანიზატორებმა, პერმანენტული, მასშტაბური აქციები დააანონსეს და განაცხადეს, რომ დღეს მხოლოდ საცდელი აქცია იყო.
,,ამ წუთშიც მიმდინარეობს საყდრისის თქვლეფა, ჭამს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ის არ ეყო რომ საქართველოში ყველა მოატყუა, პენსიონერიდან დაწყებული იპოთეკარებით დამთავრებული და ახლა ანგრევს მსოფლიო კულტურის ნაწილს. საყდრისის ნგრევა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი მიზანი."_განაცხადა თავისუფალი ზონი"-ს წევრმა ნიკა ნარსიამ.


ნანახია: 2185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
100-მდე წევრი აქციას მართავს და კაზრეთში, საყდრისის არამატერიალური კულტურული ძეგლის ნგრევის შეჩერებას მოითხოვენ.
კომპანია „RMG Gold“-ს მოუწოდებენ, მაღაროს ტერიტორიაზე უნებართვოდ დაწყებული სამუშაოები შეაჩეროს.
'თავისუფალი საქართველოს' თავმჯდომარე კახა კუკავა პარტიიის იმერეთის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, დაახლოებით 3 000 ადამიანია დასაქმებული და საყდრისში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებით

ამინდი