ქუთაისში ქალაქის მერის მიერ დაწესებულ ტრადიციას მიმდინარე წელსაც დაიცავენ
თარიღი : 1-04-2015, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

შპს „ქართული ტრადიციები“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ემზადება.
სამსახურის უფროსის გოჩა მარგველაშვილის თქმით, „ქართული ტრადიციების“ თანამშრომლები აღდგომის დღესასწაულზე პატრონის გარეშე დარჩენილ ყველა სასაფლაოზე მივლენ, სადაც სანთლის დანთების გარდა, კვერცხსა და პასქას მიიტანენ.
„ეს ინიციატივა ქალაქის მერს შოთა მურღულიას ეკუთვნის. ჩვენ ტრადიციას მიმდინარე წელსაც დავიცავთ,“ - აცხადებს მარგველაშვილი.
შპს „ქართული ტრადიციები „ ამ დროისათვის ავანგარდის დასახლებაში არსებული ძველი სასაფლაოს სამხრეთი ნაწილის შემოღობვასა და საფიჩხიაზე არსებული სასაფლაოს აღწერას ახორციელებს.