Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ქუთაისის მერიის კონკურსის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს"

თარიღი : 1-04-2015, 01:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს დასკვნას ეხმიანება.

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგად თითქმის ახლიდან დაკომპლექტდა მერიის სამსახურები.
მიმდინარე კონკურსის გამჭირვალეობის, კომიისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრთა ობიექტურობის შესახებ ჩვენი ორგანიზაცია იმთავითვე კითხვის ნიშნებს სვამდა, მაგრამ ქალაქის მერის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კონკურსს მაღალავტორიტეტული არასამთავრობოები აკვირდებობდნენ და პროცესი უპრეცედენტოდ გამჭირვალე და ობიექტური იყო.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს მაშინდელ შეფასებებს ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის "გამჭირვალეობა საქართველოს" ახლახანს გაკეთებული შეფასები ემთხვევა.
ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კონკურსანტების მიმართ დასმული შეკითხვების უმეტესობა რეალურად ვერ უზრუნველყოფდა კანდიდატის შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას დასაკავებელ თანამდებობასთან და არარელევანტური იყო, რაც რასაკვირველია ეჭვქვეშ აყენებს როგორც კონკურსის ბოლო კომპონენტის გასაუბრების, ასევე მთლიანად კონკურსის შედეგებს.

რეალურად მივიღეთ ქუთაისის მერის პირადი სიმპათიის მიხედვით შერჩეული საშტატო ნუსხა და სამსახურები, რომელთა მუშაობა კრიტიკას ვერ უძლებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული სამსახურების უფუნქციობის და კანონით დაკისრებული სამუშაოს არასათანადოდ განხორციელების გამო, ქალაქზე უკვე ასახული, მიმდინარე და მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას პირადად მერს აკისრებს," - ნათქვამია ორგანიზაციის დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის სახელით გაკეთებულ განცხადებაში.


ნანახია: 2414-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით დადებული არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა სადაო გახდა.
"სამწუხაროდ, აქ პროფესიონალიზმი მთავარი კრიტერიუმი არ აღმოჩნდა და არაკომპეტენტურად ჩატარებული კონკურსი აუცილებლად მოახდენს
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს პასუხობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისის მერიას 'სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' კანონის დარღვევასა და ბიზნესის

ამინდი