Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფოს მხრიდან ე.წ. მეცამეტე ხელფასის მისაღებად განაცხადების შევსება იწყება

თარიღი : 31-03-2015, 22:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად მოქალაქეებს განაცხადებების შევსება მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან შეეძლებათ.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაუბეგრავ მინიმუმს ის მოქალაქე აიღებს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს.
"კერძოდ, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.
ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საშუალება გეძლევათ შეავსოთ დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.
თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და ამის შესახებ სისტემა გაცნობებთ.
დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში.
ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა," - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველ მოქალაქეებს შემოსავლების სამსახურთან დაკავშირება შემდეგ ნომერზე შეუძლიათ: (995 32) 22 99 299.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, 2016 წლიდან მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის მიღებას ვეღარ შეძლებენ.


ნანახია: 1724-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც განათლების სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია მეცამეტე ხელფასის
რა ქონებას ფლობს ჭიათურის ამჟამიმდელი გამგებელი? Topnews.com.ge აღნიშნული თემით დაინტერესდა და სულხან მახათაძის მიერ 2016 წლის
topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს.
2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი

ამინდი