Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2016 წლის მოწვევის პარლამენტში სტუდენტები თავიანთ წარმომადგენელს ითხოვენ

თარიღი : 31-03-2015, 22:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ ახალი პროექტი- „სტუდენტური ხმა საქართველოს პარლამენტში“ დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანია, მთელი საქართველოს მაშტაბით ჩატარდეს სტუდენტებში კვლევა და დასახელდეს სტუდენტების მიერ რეკომენდირებული ადამიანი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტების ინტერესების წარმომადგენელი იქნება.
„გამომდინარე იქედან, რომ საინიციატივო ჯგუფებმა მოგვმართეს თხოვნით დროის გადაწევასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანდიდატების წარდგენის ვადა 31 მარტის ნაცვლად 30 აპრილამდე გადაგვეწია. ასე რომ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი საშუალებას ვაძლევთ საინიციატივო ჯგუფებს წარადგინონ კანდიდატები 30 აპრილამდე. გისურვებთ წარმატებებს," -აცხადებს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე.
აღნიშნულ პროექტს მხარს საქართველოს მაშტაბით არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არიან „ლიბერალური გზა“, „ლიდერთა კლუბი“, „ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბი“,“ სტუდენტური სამართალი“, საინიციატივო ჯგუფი „სენაკის აქტიური თაობა“ და სხვა.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა კანდიდატის წარსადგენად ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გააგზავნონ: StudenturiKhma@Gmail.com.


ნანახია: 2183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტუდენტებს ექნებათ საშუალება მიმართონ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მათთან ერთად გადაჭრან სხვადასხვა სტუდენტური პრობლემა.
"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგი"-ს პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ ორგანიზაციის დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან
ტრენინგს სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
"სტუდენტთა უფლებების ლიგა" დამკვირვებლის სტატუსს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესის მონიტორინგის მიზნით ითხოვს.
თამარ გელდიაშვილმა ზოად უნარებში ყველაზე მაღალი ქულა აიღო.

ამინდი