Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

თარიღი : 31-03-2015, 21:33 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მას სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ხელი არ ჩამოართვა. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი ვალდებული იყო პირველივე შემხვედრი დეპუტატისთვის ხელი ჩამოერთვა.
"პრეზიდენტმა მე ხელი არ ჩამომართვა, როდესაც პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი როცა შემოდის დარბაზში ვალდებულია ხელი ჩამოართვას პირველივე შემხვედრ დეპუტატს. განაწილების მიხედვით პირველები მე და დავით ბერძენიშვილი ვიყავით. ვინც კი მოდის პარლამენტში ამ წესს იცავს და მან ეს წესი დღეს დაარღვია. როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის თვალებში შეხევდა და ხელის ჩამორთმევა", - განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტს გამოსვლისას ეტყობოდა, რომ გარკვეული პირების მიმართ უკმაყოფილო იყო, თუმცა მას ამ პირების სახელები არ დაუსახელებია.
,,ის უკმაყოფილოა რაღაც საკითხებით, ვიღაც პირთა მიმართ, მაგრამ ბოლომდე არ ასახელებს მათ. ჯობდა, რომ დაესახელებინა ისინი, თუკი ამ პროცესს იწყებდა", -განაცხადა ქუცნაშვილმა.


ნანახია: 1834-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს პარლამენტში
დეგუსტაციაში მონაწილეობა ზაქარია ქუცნაშვილმა მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სტუდენტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე,
როგორც აკაკი ბობიხიძემ განაცხადა, შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს.
როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად პარლამენტის მხრიდან თანხმობის

ამინდი