Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"არა მგონია ვინმეს ფულის დათვლა ეშლებოდა წინა ხელისუფლების დროს," - რით არის უკმაყოფილო ქუთაისის მერი?

თარიღი : 30-03-2015, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების ტრანსპორტირების უფლების მოსაპოვებლად სატრანსპორტო საშუალებებს ახალი კონკურსით შეარჩევს.
კონკურსი 25 სამარშუტო ხაზს შეეხება. აქედან 18 მიკროსაავტობუსო, ხოლო 7 საავტობუსო ხაზია. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კონკურსის პირობებში შესატან ცვლილებებზე მუშაობს. მთავარი ცვლილება კი კონკურსის შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში ტრანსპორტის სფეროდან შემოსულობების ზრდას შეეხება.
ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის მიხედვით, კონკურსი ერთი დღის ვადაში ჩატარდება. გამარჯვებული კომპანიების შერჩევისას ყურადღება მიექცევა მძღოლების გამოცდილებას, სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალსა და მდგომარეობას. ასევე, კონკურსის ერთ-ერთ პირობას მგზავრობის ღირებულების შენარჩუნება წარმოადგენს.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ტრანსპორტის სფეროდან ადგილობრივ ბიუჯეტში შესული თანხებით უკმაყოფილოა. მერი იმ ფორმულაზე საუბრობს, რომლის მიხედვით კონკურსი გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს.
"ფორმულის მთავარი პრინციპი არის კარგი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ანუ იმარჯვებს ის, რომელსაც უფრო ახალი ავტომობილი ჰყავს. სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა მთავარი პირობაა. იმარჯვებს ის, ვინც დღეს არსებულ ფასს შეინარჩუნებს და ბიუჯეტში შემოიტანს შესაბამის მოსაკრებელს. მაგალითად, საუკეთესო სამარშუტო ხაზები დღეში ბიუჯეტში 4.5 ლარს იხდიდა. გეგმები ჰქონდათ 40 და 50-ლარიანი. ანუ სადღაც ქრებოდა ეს ფული. არა მგონია ვინმეს ფულის დათვლა ეშლებოდა წინა ხელისუფლების დროს. ჩვენს დროს ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯზე ვერავინ გამდიდრდება," - აცხადებს შოთა მურღულია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესარჩევად ახალი კონკურსი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოცხადდეს.


ნანახია: 2205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების ტრანსპორტირების უფლების მოსაპოვებლად სატრანსპორტო საშუალებებს ახალი
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება.
ეს გადაწყვეტილება მძღოლებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 აპრუილიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაძვირდება.
გამარჯვებული მიმდინარე დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
კონკურსს, რომელიც 18 საქალაქო ხაზს ეხება, ნებართვის მაძიებელი ან უფლებამოსილი პირი ესწრება.

ამინდი