Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მატერიალურად ძალიან უჭირთ," - რას ჰყვებიან იტალიაში გარდაცვლილ ვანელ თამარ ტრაპაიძეზე

თარიღი : 29-03-2015, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იტალიაში გარდაცვლილი ქართველი თამარ ტრაპაიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. 31 წლის ტრაპაიძე იტალიაში 26 მარტს იმ სახლში გარდაიცვალა, სადაც მუშაობდა. თამარ ტრაპაიძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ცხოვრობს.
როგორც ვანის გამგებელმა ზაზა ხურციძემ Topnews.com.ge-ს განუცხადა, თამარ ტრაპაიძე იტალიაში სამუშაოდ წელიწადზე მეტი ხნის წინ წავიდა. გარდაცვლილს დედა და ძმა ჰყავს.
"მატერიალურად უჭირთ. მძიმე მდგომარეობა აქვთ. წელიწადზე მეტია რაც წასულია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია რაც აქ იყო. არაოფიციალური ვერსიით, იმ სახლში სადაც მუშაობდა, ნესტის ჭიის საწინააღმდეგო წამლით ოჯახი შეწამლეს, თუმცა ცუდი ამინდის გამო ოთახის განიავება ვერ მოახერხეს. ცხედარს ექსპერტიზას უტარებენ და ოფიციალურად გახდება ყველაფერი ცნობილი. იტალიის სახელმწიფოზეა დამოკიდებული როდის მოხდება გარდაცვლილის ჩამოსვენება," - ამბობს ზაზა ხურციძე.


ნანახია: 3372-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამარ ტრაპაიძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ცხოვრობს.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე
იტალიაში ქუთაისელი მამაკაცი მოკლეს- ოჯახი სახელმწიფოს ცხედრის გამოსვენებას სთხოვს

ამინდი