Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეა წულუკიანის ინიციატივით სოფელი გეგუთი გაამწვანეს

თარიღი : 28-03-2015, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორიაზე ხეები დაირგო.
ცენტრის ტერიტორიაზე გამწვანებაში მონაწილეობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა, პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ ძაგნიძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებმა, საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ის კალათბურთელებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 120 ნერგი იფანი და საპნის ხე „შ.პ.ს საქართველოს ნერგებ„-მა საჩუქრად გადასცა.
პროექტი, რომლის მიზანს გარემოზე ზრუნვა, სოფლის მოსახელობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და გამწვანების პროცესში ადგილობრივების ჩართულობა წარმოადგენს, 11 საზოგადოებრივ ცენტრს მოიცავს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით ხორციელდება.
ამჟამად დასრულებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: მანგლისისა და კოდის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი გომის, ხარაგაულის მინუციპალიტეტის სოფელი ხევის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი შორაპნის საზოგადოებრივი ცენტერბის გამწვანება. გამწვანების მოლოდინშია ჯვრის, ჭალადიდის, ნიგოეთისა და სართიჭალის საზოგადოებრივი ცენტრები.


ნანახია: 3118-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმე ვარიანტს შორის, სადაც იუსტიციის სამინისტროს სისტემის სერვისების ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დაგეგმილი, ერთ-ერთი სოფელი
რიგით ოცდამეცხრე, ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცნობილი მთამსვლელების
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად
საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.

ამინდი