Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში კახა კალაძის სახელით მძღოლებს ფულს აწერენ

თარიღი : 28-03-2015, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სახელით სამტრედიაში მძღოოლებს ფულს „აწერენ“. აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჟანა ასანიძე აკეთებს.
„კატასტროფული რამ ხდება. ახლა გამოვიარე სამტრედიაში. სამტრედიის ხიდთან ხვდებიან სამარშრუტო ტაქსებს და ატერორებენ ათი ლარი უნდა გადაიხადოთ ამიერიდან აქ რომ გამოივლითო. საქმე იმაშია,რომ ვიღაც ნაბიჭვარი ციხიდან გამოვიდა. წამალზე იჯდა თურმე, სამსახური ვერ ნახა და იოლი ფულის გაკეთების შანსი იპოვა. დგას ახლა და კახა კალაძის სახელით სპეკულირებს. ძმაო, აქ კალაძის სამფლობელოაო. 10დღეა ეს ამბავი ხდება. მძღოლთან ისეთი შეხლა-შემოხლა მოუხდა, რომ იძულებული ვიყავი,ჩავრეულიყავი. სამტრედიის პოლიციის უფროსმა არ იცის,რა ხდება მის რაიონში თუ ძინავს კაბინეტში და ტკბება ხელფასით? დროზე მიიღეთ ზომები. გაის პერიოდში დავბრუნდით? იმუქრებიან, ჯერ სად ხართ,ზაფხული მოდის და მაგარ ფულს გავაკეთებთო .წკვინტლიანმა ბიჭმა უნდა დამაბრუნოს განუკითხავობაში? კაცმა,რომელიც ბლატაობს, რომ ციხეში იჯდა?მყავს უამრავი
მოწმე. ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! ვიცი და მჯერა,რომ შსს იქნება ადეკვატური და დღესვე მიიღებს ზომებს. ეს ნაძირლები აქ დგანან გვიანობამდე. მოვითხოვ სამტრედიის პოლიციის უფროსის განმარტებას,“ - წერს ჟურნალისტი.


ნანახია: 2692-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, სამტრედიაში შობის დღეს კონცერტის გამართვა უკვე ტრადიციად იქცა.
კახა კალაძის ინიციატივით საშობაო კონცერტები სამტრედიაში ტრადიციად იქცა.
კახა კალაძის ინიციატივით საშობაო კონცერტები სამტრედიაში ტრადიციად იქცა.
ფარმაცევტული კომპანია პინგვინი ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო ჟანგბადით ამარაგებს და ყველა სამედიცინო

ამინდი