Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიელ ადვოკატს სამართალდამცველები თავზე ტელეფონის გადამტვრევით დაემუქრნენ

თარიღი : 27-03-2015, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში 8 სამართალამცველმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მიხეილ სტურუა სცემა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად სცემეს. როგორც ადვოკატი ამბობს, მომხდარი ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმაც გადაიღო.
ადვოკატ ნინელი ქოიავას თქმით, ვიდეო ჩანაწერების ნახვის მიზნით, ის 24 მარტს, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, რა დროსაც ადგილზე პოლიციელები დახვდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"როცა კალონკაზე მივედი "გალფის" თანამშრომელს ვუთხარი, რომ ადვოკატი ვიყავი და ჩანაწერების ნახვა მინდოდა, რაზეც მიპასუხეს, რომ მაგ მიზნით ახლა პოლიციელები არიან მოსულები და ჩანაწერებს ნახულობენო. როცა შევედი ოთახში, რამდენიმე ადამიანი დამხვდა. მე ვუთხარი, რომ თუ იმ ჩანაწერების წასაშლელად ხართ მოსული, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი სცემეთ, ეგ არ გააკეთოთ-თქო დ ვინაობის დასახელება ვთხოვე. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რის გამოც მე გადავწყვიტე ფოტო გადამეღო მათთვის, ამ დროს კი ერთ-ერთმა პოლიციელმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა, ამ ტელეფონს თავზე გადაგამტვრევო,"- ამბობს ადვოკატი.
შსს-ს პრესსამსახურში არც ადვოკატის და არც მიხეილ სტურუას ცემას არ ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეტენზიის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გენერალურ ინსპექციას მიმართონ.


ნანახია: 2659-ჯერ

მსგავსი სიახლეები
30 წლის ახალგაზრდა შიმშილობს და სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული.
ოჯახის წევრების თქმით, 38 წლის მამაკაცს მაშინ, როცა ის მეგობრებთან ერთად იყო, თავს სამართალდამცველები დაესხნენ და უმოწყალოდ
ბაგრატ ჯანუაშვილი პოლიციელებმა ორ აგვისტოს, თბილისში, ორთაჭალის სადგურზე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი უჩა გავაშელაშვილია, რომელიც ახალგაზრდებს მაღაზიის ძარცვის საკუთარ თავზე აღებას
ჯანელიძე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში ყვება, რომ თავს 4 პირი დაესხა, რომელთაგან ორი მისი დაცვის ქვეშ მყოფია.
ცნობისთვის, ადვოკატი ილია ჯანელიძე 4-მა პირმა გაიტაცა, სცემა. გატაცების პერიოდში კი ჯანელიძეს მოკვლით ემუქრებოდნენ.

ამინდი