იტვირთება

თერჯოლაში ბავშვიან ოჯახებს ტექნიკა გადასცეს

თერჯოლაში ბავშვიან ოჯახებს ტექნიკა გადასცეს

ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, თერჯოლაში ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადაეცათ.

"პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ოჯახში, პირადად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი იმყოფებოდნენ, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს და სამომავლოდ გვერდით დგომას დაჰპირდნენ.

ამ მიმართულებით, შემოსულ განცხადებებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განიხილავს. ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზქურა, მაცივარი და სარეცხი მანქანა გადაეცა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების გაძლიერება, სამიზნე ჯგუფს დაეხმაროს სხვადასხვა პირველადი საჭიროების მქონე ნივთების შეძენაში. 

სამუშაო შეხვედრას ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი, ლაშა ლანჩავა, ასევე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომელი, ნინო ხუჯაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,"-ნათქვამია თერჯოლის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები