Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში მცხოვრები ახალგაზრდები პრობლემებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოაგვარებენ

თარიღი : 26-03-2015, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და ჩეხეთის ორგანიზაცია ,,People In Need”-ის (ადამიანი გაჭივრებაში) წარმომადგენელმა ლორენ გაუნიმ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს. ღონისძიებას მსოფლიო ბანკის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტი წყალტუბოში მცხოვრები ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შემუშავებასა და კონკრეტული პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ცნობილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გასაცემი გრანტების ღირებულება 58 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
,,ვფიქრობ, ურთიერთგაგების მემორანდუმი რომელსაც ხელი დღეს მოვაწერეთ, უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის, ახალი ინიციატივების დაგეგმვის მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობისას გამოვლინდება ახალი ინიციატივები, რომელთა საფუძველზე ერთობლივად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად მოაგვარებენ ახალგაზრდებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს. მინდა, რომ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები, რათა განვახორციელოთ აქტივობები სოფლებში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად,‘’- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლის ვახტანგ ასანიძის თქმით, „გაჩნდა რეალური პერსპექტივა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის წარმატებით გატარების მიმართულებით, რაც განაპირობებს ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდას, მათი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას“.


ნანახია: 2286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, წყალტუბოში ახალგაზრდული სოციალური საწარმო "ღია სივრცე" გახსნა.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „People in need“-ს („ადამიანი გაჭირვებაში“) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ფესტივალი, რომელშიც მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლისა და ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთნენ, ადგილობრივი ხელისუფლების
Pin) -სა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, მსოფლიო ბანკის

ამინდი