"შემეძლო წყენის ადვილად დავიწყება,"- წყალტუბოს კოლორიტი ქალბატონის სიცოცხლის საიდუმლო
თარიღი : 25-03-2015, 21:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

წყალტუბოს კოლორიტი, პოეტი ევგენია ამაღლობელი 90 წლის გახდა. წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში შემოქმედი ქალბატონის საიუბილეო საღამო მოეწყო. წყალტუბოს კოლორიტს იუბილე მეგობრებმა, ქალაქის ინტელიგენციის წარმომდგენლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მიულოცეს.
ევგენია ამაღლობელის ლექსები ძირითადად სიყვარულის თემას ეხება. ქალბატონს ოთხი კრებული აქვს გამოცემული. ამბობს, რომ მისი ხანგრძლივი სიცოცხლე უფლის ნებაა, თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა და სხვებსაც სიკეთის კეთებისაკენ მოუწოდებს.
„ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო ლექსი, იყო სიყვარული და სიკეთე, შემეძლო წყენის ადვილად დავიწყება, პატიება, სიკეთის კეთება, მეგობრებისთვის სასიამოვნო სიუპრიზების მოწყობა. ამან გამაძლებინა და გამილამაზა ეს წლები, შემიმსუბუქა მათი სიმძიმე,“ - განაცხადა ევგენია ამაღლობელმა.