საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მოქალაქეს: მაიმუნი ხარ და იდექი მანდ
თარიღი : 25-03-2015, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "თავისუფალი ზონის" წევრმა პლაკატები წარწერით "შოთა ნეპოტიზმის მეფე", "ნუ დაალპობ ქალაქ მუზეუმს" გაშალა.
აღნიშნულმა ფაქტმა საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება და მწვავე შეფასებები გამოიწვია.
"ნამუსი უნდა გქონდეს, ნამუსი, მანდ რომ დგახარ, არ გრცხვენია? მაიმუნი ხარ და იდექი მანდ. დაცვამ გაიყვანოს ეს ახალგაზრდა,", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა.
აღნიშნულს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამოეხმაურა.
"მიტინგი ხომ არ არის, დგას ეს კაცი და იყოს, რა პრობლემაა. დემოკრატიაა და იდგეს მისთვის, ვის რას უფუჭებს", - განაცხადა საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა გიორგი უკლებამ.
საკრებულოს წევრებმა, დაცვის დახმარებით "თავისუფალი ზონის" წევრს დარბაზი დაატოვებინეს.