სამტრედიის საბავშვო ბაღებში უვარგისი საკვები სწავლის შეწყვეტის მიზეზი გახდა
თარიღი : 25-03-2015, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებულ 22 საბავშვო ბაღში ამ დროისათვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სამტრედიის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას თქმით, სწავლის შეწყვეტა მისი ბრძანების საფუძველზე მოხდა, რადგან როგორც გამგებელი განმარტავს, საკვებში ჩხირი სალმონელა აღმოჩნდა.
"საბავშვო ბაღებში კვების კუთხით არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. საკითხით სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა დაინტერესდეს. სწავლა იმ დრომდე არ განახლდება, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება," - ამბობს გამგებელი.