Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბიზნესების დათვლას იწყებს

თარიღი : 25-03-2015, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბიზნეს სუბიექტების აღწერას იწყებს. ადგილობრივი ხელისუფლების ახალი ინიციატივის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებს ინფორმაცია მერიის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიაწოდა.
მერის თქმით, პროექტის მიზანია დეტალურად აღწერონ ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით რა ბიზნესი ფუნქციონირებს.
"ნამდვილად გვჭირდება შიდა სტატისტიკა გვქონდეს და ვიცოდეთ ქალაქში რამდენი სამუშაო ადგილია. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდეთ, საით ვითარდება ბიზნესი და რა ხელშეწყობა სჭირდება მას. დღემდე არ გვქონდა ბაზა რა ბიზნესი მოქმედებს, რა მიმართულებით და რა არის მათი მთავარი დატვირთვა," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ბიზნეს სუბიექტების აღწერას ადგილობრივი ხელისუფლება ხვალიდან დაიწყებს. პროექტს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურთან ერთად, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური და მერიის ტერიტორიული ორგანოები განახორციელებენ.
"კვლევისთვის შემუშავებული იქნა კითხვარი სფეროების მიხედვით. ინტერვიუერების სახით წარდგენილი იქნება სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ქალაქის მასშტაბით უშუალოდ გაესაუბრებიან მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებს. კვლევის შედეგების საფუძველზე განზოგადებული სახით დამუშავებული იქნება ბიზნეს წრეების მხრიდან შემოთავაზებული წინადადებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მომზადდება ანალიზი და დაისახება კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიებები. კვლევის პროცესი ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მეტ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესში," - აცხადებენ მერიის ეკონომიკუირ განვითარების სამსახურში.


ნანახია: 2346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის
ქალაქის მერმა ენჯეო სექტორს ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ესაუბრა.
ქუთაისში წლის ბიზნესი 2015-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ინიციატივით, აღნიშნული ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ
კლდიაშვილის თქმით, ქალაქის მერისგან შეთავაზების მიღების შემდეგ, კონსულტაციები კოლეგებთან გაიარა.
უახლოეს მომავალში ქუთაისს ეკონომიკური განვითარების გეგმა და ბიზნესსუბიექტების ბაზა ექნება.

ამინდი