Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თბილისის მერის ვიზიტი ქუთაისში და კანონი მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაადვილებისთვის

თარიღი : 24-03-2015, 21:55 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს თვითმმართველობის კოდექსსა და სხვა კანონებში შესატანი იმ ცვლილებების განხილვა წარმოადგენდა, რომელმაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტების საქმიანობა უნდა გააადვილოს. შეხვედრაზე გამოიკვეთა თვითმმართველობისთვის პრობლემური ათამდე საკითხი. ძირითადი შენიშვნები შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამოითქვა. გარკვეული შენიშვნები არსებობს ასევე თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებითაც.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება რეგიონების გუბერნატორებთან, ქალაქების მერებთან და გამგებლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 11 მარტს მიიღო.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ ერთ კვირაში ანალოგიური შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მერებთანაც ჩატარდება, რის შემდეგაც მომზადდება იმ კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენელთა აზრით, გააუმჯობესებს ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობას.
ცვლილებებზე მუშაობას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და თბილისის მერი მარტის ბოლომდე დაიწყებენ, რის შემდეგაც ინიციატივას განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.


ნანახია: 2151-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას
შეხვედრის მიზანს რეგიონებში მიმდინარე პროექტების დროულად, ხარისხიანად და სხვა ყველა შესაბამისი პირობის დაცვით განხორციელება
აღნიშნული ასოციაცია საქართველოში მოქმედ ყველა თვითმმართველობას აერთიანებს.

ამინდი