ვანში მცხოვრებ უხუცესებს 1000 -1000 ლარი გადასცეს
თარიღი : 23-03-2015, 22:12 | კატეგორია: საზოგადოება

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესი ქალბატონები 1000 -1000 ლარით დაასაჩუქრეს.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, საპრასიის, გორას, უხუთის , დიხაშხოს, ტობანიერის და მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 100 წლის (და ზემოთ) ქალბატონებს ( გიორგაძე შურა ,ჩუბინიძე თამარა ,ბიბიჩაძე მარუსია, მსხილაძე სონია, არველაძე ნადია, გუმბერიძე ქეთო ) ერთჯერადი დახმარების სახით 1000-1000 ლარი პირად ანგარიშებზე დაერიცხათ.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახური პროგრამის გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავს, რის შედეგადაც ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა პირი 100 წლიდან ზემოთ ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს.