მოხდა თუ არა დაპირისპირება ქუთაისის ოპერაში?-პრესსამსახურის განცხადება
თარიღი : 23-03-2015, 19:13 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადება თეატრში დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატ ირინა ლომინაძესა და გუნდის მსახიობ ნათელა ჩანქსელიანს შორის დაპირისპირება მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა გუნდის ორ მსახიობს, ნათელა ჩანქსელიანსა და სალომე გოდუაძეს შორის. თეატრის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღებს შესაბამის ზომებს," - ნათქვამია განცხადებაში.