Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში 245 ოჯახს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

თარიღი : 23-03-2015, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტყიბულში გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების ღონისძიებას დაესწრო.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ აღნიშნეს სამუშაოები სამ ეტაპადაა დაყოფილი.

პირველ ეტაპზე, რომელიც უკვე დასრულებულია, ბუნებრივი აირის მოხმარებას დაახლოებით 245 ოჯახი შეძლებს. კახა კალაძის ინფორმაციით, გაზიფიცირების მეორე ეტაპი მაისში დასრულდება, რის შემდეგაც უშუალოდ სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.

"გაზიფიცირება, გამრიცხველიანება, უშუქო სოფლების განათება სახელმწიფოს ის ვალდებულებაა, რომელიც აქამდეც უნდა ყოფილიყო შესრულებული. დღეს მთავარი საზრუნავი, საქართველოში სიღარიბის უმოკლეს დროში აღმოიფხვრაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის, თუ რამდენად მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი უმთავრესი სურვილია და ამისთვის ვიბრძოლეთ 2012 წელს, რომ მშვიდად, პროფესიონალურად განვახორციელოთ ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც დღეს ხელისუფლებას გააჩნია. ქვეყანა მაშინაა სწორ გზაზე, როცა მოქალაქეების, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მიდის მუშაობა. ჩვენ, მთავრობა და მოსახლეობა ერთი გუნდი ვართ და მიზანიც ერთი გვაქვს - საქართველოში შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც შესაძლებელი იქნება დასაქმება, სრულყოფილი განათლების და ჯანდაცვის მიღება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმებია დაწყებული. ჩვენ ისე განვავითარებთ ენერგეტიკას, რომ შევძლებთ უახლოეს მომავალში საქართველო არამხოლოდ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს, არამედ შევძლოთ ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა თურქეთში და თურქეთის გავლით, ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის მინისტრმა.


ნანახია: 1828-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმერეთის გუბერნატორთან ერთად, ტყიბულში წყლის სისტემის რეაბილიტაციისა დსა გაზიფიცირების
ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის.
ქუთაისში გუმათის დასახლებაში, სადაც 500 - მდე ოჯახი ცხოვრობს, გაზიფიცირების პროცესი დაიწყო.
იმერეთის რეგიონში მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროცესი გრძელდება
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

ამინდი