საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
თარიღი : 22-03-2015, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საზოგადოებრივი ცენტრი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულშიც ამოქმედდა.
კორბოულის საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით.
საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. ცენტრში ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკაც. აღსანიშნავია, რომ სოფელ კორბოულსა და იქვე მდებარე სოფლებში (შომახეთი, ნიგვზარა, ხვანი, ჭალოვანი) 10 000-მდე მოსახლეა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალურ ცენტრში წასვლის გარეშე მიიღონ ასობით სერვისი.
კორბოულის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით მე-20 ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყალის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვარის, ფოკას, ხიდისთავისა და ნუკრიანის მოსახლეობას.