კულტურის მინისტრი ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობასა და დასს შეხვდა
თარიღი : 22-03-2015, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასა და დასს შეხვდა.
დასის წევრებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს შეხვედრისთვის და აღნიშნეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის მინისტრი ოპერის თეატრის რიგით თანამშრომლებს შეხვდა და მათ პირადად ესაუბრა.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საუბარი შეეხო დასის შიგნით არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს.
კულტურის მინისტრმა ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.
ქუთაისის ოპერის თეატრის წარმომადგენლებმა მიხეილ გიორგაძეს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მინისტრმა კი საუბრისას აღნიშნა, რომ ხელმძღვანელის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურული ნორმის დაცვით მოხდება.