Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის გამგებელი: ქართლის დედის განათების გარდა, ტყიბულში არაერთი პროექტი განხორციელდა

თარიღი : 21-03-2015, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე გასულ მასალასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
სააგენტოზე რუბრიკაში „მკითხველის ფოსტა“ განთავსდა მასალა სათაურით: “ტყიბულის გამგებელს რომ ჰკითხოთ რა გააკეთა, გეტყვით, რომ სასაფლაოზე ქართლის დედა გაანათა“. მასალაში საუბარი იყო იმაზე, რომ გამგებელი ამომრჩევლების მიმართ უყურადღებობას იჩენს.
ტყიბულის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის სახელით პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამგებლების მიერ რაიონში შესრულებული სამუშაოებია ასახული.
„მოცემულ საკითხზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება შემოსულია 2014 წელის 14 აპრილს, სადაც გორგასლის ქ. #5 სახლში მცხოვრები ერთ-ერთი მობინადრე ითხოვს აღნიშნულ სახლის სახურავთან დაკავშირებით მდგომარეობის შესწავლას და დახმარების აღმოჩენას. ათი დღის ვადაში საკითხი შესწავლილი იქნა კომისიური წესით და გაირკვა, რომ სადარბაზოს მარჯვენა ფრთა მეპატრონეთა უყურადღებობით არის მწყობრიდან გამოსული, რომლის შეკეთება დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს იმ ეტაპზე არ გააჩნდა და არ გააჩნია არც დღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გორგიძის ქ.#5 სახლში შექმნილ ორ ამხანაგობას 2008-2012 წლების განმავლობაში სახლის სახურავზე სარემონტო სამუშაოების ჩატარები მიზნით ოთხჯერ გაეწია ფინანსური დახმარება, საერთო თანხით 5950 ლარი. პრაქტიკულად 20 000 ლარიც ვერ იქნებოდა გამოყოფილი ერთი ამხანაგობისთვის, ვინაიდან 2014 წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სუბსიდირების საერთო ჯამი 52 259 ლარს შეადგენდა.
ქართლის დედის განათების გარდა, ტყიბულში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის ქალაქ ტყიბულის შიდა გზების ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია, საცურაო აუზის კეთილმოწყობა და სპორტის სასახლის რეაბილიტაცია. ვინაიდან აღნიშნული პროექტები გარდამავალი ხასიათისაა, გასულ წელს მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოები იქნა შესრულებული, წელს კი მეორე ეტაპის სამუშაოები გაგრძელდება. დავასრულეთ სოფელ ბუეთში ბრილისას ხიდის მშენებლობა. გაიხსნა მოწამეთა-სორმონის 2,4 კმ -იანი გზა, დასრულდა მდინარე ,,ტყიბულაზე” ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოხდა სოფელ ახალსოფლის შიდა გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა. აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი და რამდენიმე დღეში 7 ობიექტი გაზიფიცირდება.
ვიწყებთ ქალაქ ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტში უკვე გვყავს ორი მაღალი გამავლობის, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი. 2014 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის ნაცვლად მუნიციპალიტეტმა 266 500 ლარად ღირებული გრეიდერი შეიძინა. ტყიბულის ერთ-ერთ უბანში 7 საცხოვრებელი კორპუსი უზრუნველყოფილი იქნა სასმელი წყლით. წელს დაგეგმილია ქალაქის შიდა გზების ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გზების ბეტონის საფარით მოწყობა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებისა და მუნიციპალიტეტის თეატრის სრული რეაბილიტაცია.
რაც შეეხება სახლს, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, ეს გახლავთ ჩემი ძმის რეზო გვენეტაძის საკუთრება. რემონტი იქ ჯერ კიდევ მაშინ გაკეთდა, სანამ გამგებელი გავხდებოდი, როდესაც ვცხოვრობდი სოფელ დაბაძველში და კენჭს ვიყრიდი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
გზების გწმენდითი სამუშაოებს სოფელ მუხურაში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე
მუნიციპალიტეტის გამგებელი კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და გაესაუბრა.

ამინდი