Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სააკაშვილი: საქართველოში დღეს არსებული ვითარების გამო გული მიკვდება

თარიღი : 21-03-2015, 18:24 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველო დაპაუზებულია და, როგორც გაჩერებული საათი აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც "თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.
ყოფილი პირველი პირის განმარტებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარების გამო გული უკვდება.
"დღეს მე, ისევე როგორც მილიონობით ჩვენს თანამემამულეს, მრავალ ეთნიკური ერის წარმომადგენლებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს შიგნით და მილიონობით ქართველს, ვინც იმყოფება ქვეყნის გარეთ, გული მიკვდება იმის გამო, რაც ხდება ჩვენს სათაყვანებელ, საყვარელ საქართველოში. გული მიკვდება იმის გამო, რომ ვუყურებ გაჩერებულ ეკონომიკას, ვუყურებ, როგორ იხურება ყოველდღე საწამროები, მაღაზიები, სასტუმროებიც კი, როგორ გარბიან ყოველდღიურად საქართველოდან ინვესტორები, როგორც ჩერდება ის დიდი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბრენდებად ვაქციეთ, როგორ აღარ იწყება ის, რის დაწყებასაც ვაპირებდით და რომლის დაწყებასაც ვამზადებდით მრავალი წელი.
საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება, სამწუხაროდ, როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთი და იგივე დროს - 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.
გული მიკვდება იმის გამო, რომ ლარის კურსი, რომელიც, როცა შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო და რომელმაც ჩემი მთავრობის დროს გაუძლო რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას, დღეს ისევ ჩამოიშალა, ისევ ჩამოვარდა შევარდნაძის ნიშნულზე.
გული მიკვდება იმის გამო, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, რომ ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ეზოებში, სკოლებში.
გული მიკვდება რომ, ჩვენ პოლიციას აბუჩად იგდებენ. გული მიკვდება, რომ ამ დღეებში პოლიციელი, რომელმაც ამოიღო მეორე პოლიციელის მკვლელი კრიმინალის საზღვრიდან გადაპარების შესახებ კადრები, მთავრობამ გამოაცხადა კრიმინალად და დაპატიმრებით დაემუქრა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ნანახია: 1431-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ე.წ. ფინურ სახლებში მცხოვრები ცარციძეების ოთხსულიანი ოჯახი შიმშილს ებრძვის.
შემთხვევა ხახანაშვილის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობაზე მოხდა.

ამინდი