Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი ჟურნალისტებს გადამზადების კურსებს სთავაზობს

თარიღი : 21-03-2015, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, თი ბი სი გალერეაში ჟურნალისტების ნახატებისა და ფოტო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე რადიო „ძველი ქალაქის“ წარმომადგენლის ლია უკლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის, გაზეთ „ბათუმელებიდან“ მანანა ქველიაშვილისა და ფოტორეპორტიორების-დათო მირზაშვილის, მამუკა კაკაურიძისა და თორნიკე ტურაბელიძის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენა ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა დაათვალიერა.
„ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ იყოს მაქსიმალურად ობიექტური, კრიტიკული და პროფესიონალი. ჩვენ გვჭირდება მოსახლეობას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია როგორც დადებითი, ისე ხარვეზების კუთხით,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა.
ქალაქის მერმა ჟურნალისტებს ასევე გადამზადების კურსები შესთავაზა.
„თუ მოსყიდვაში არ ჩამითვლით. გადამზადება თქვენც გჭირდებათ და თქვენც გჭირდებათ,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2365-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ინიციატივით და ორგანიზებით, ოპერის ფოიეში ჟურნალისტების
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
გამოფენის პარალელურად, ასევე პრეზენტაცია შედგა ალბომის, სადაც სოფო ბობოხიძის 350-მდე ფოტოა თავმოყრილი.
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას სახელით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების მიღება
იუბილარი მხატვრების გამოფენას ყოველწლიური სახე აქვს. გასულ წელს იუბილეზე 12 მხატვარის ნამუშევრები იყო გამოფენილი.

ამინდი